|
2018-07-18 13:01:50, 931 ნახვა
კომენტარი
ლუკ კოფი: 10 წლის წინ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში - ის აგრესორია, ხოლო საქართველო მსხვერპლი
"დღეს, რუსული ჯარი ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ „Heritage Foundation"-ის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომელიც მოხსენებით წარსდგა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში ა.წ. 17 ივლისს გამართულ მოსმენაზე, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა". მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათი წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით. კოფის შეფასებით, რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი. ლუკ კოფიმ საკუთარ გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამუდმებული დარღვევების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში. "საქართველო ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ მოკავშირეებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ასევე დიდ მნიშვნელობას სძენს აშშ-ს გეოპოლიკიტური მიზნებისთვის ევრაზიის რეგიონში. იგი მდებარეობს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკის სფეროებში", - აღნიშნა მან. ლუკ კოფის თანახმად, საქართველომ განვლო წარმატებული გზა დემოკრატიისკენ და ამ კუთხით იგი რეგიონში სამაგალითოა. მისი განცხადებით, საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აშშ-ის ინტერესშიც შედის: "საქართველო ევროპაში წარმოადგენს იდეას, რომლის მიხედვითაც ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს მისი გზა და გადაწყვიტოს ვისთან სურს ურთიერთობა. საქართველომ მრავალმხრივ დაამტკიცა აშშ-სა და ნატო-სადმი სწრაფვის სურვილი, და ახლა არ არის დრო აშშ-ის მიერ ზურგის შექცევის", - განაცხადა ლუკ კოფიმ. 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)