|
2018-07-18 10:05:06, 1047 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: პროკურატურაში დაახლოებით 20 დღის წინ ვიყავი და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი
„პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს, ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიების კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. „პროკურატურაში გახლდით დაახლოებით 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე ყველა მოსაზრება, რაც მე გამაჩნდა დავაფიქსირე და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია და არ ვიცი როგორი დამთხვევაა. ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, ამ კითხვაზე მე პასუხს გავცემ უპრობლემოდ. დასამალი არაფერი მაქვს. მინდა ვთქვა, რომ კარიერის განმავლობაში ვთვლი, რომ ღირსეულად და პატიოსნად ვემსახურე ჩემ ქვეყანას და შესაბამისად, ასეც ვაპირებ, რომ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. რაც შეეხება კითხვას, თუ რას უკავშირდებოდა კონკრეტული საქმეები, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ვერ გაავრცელებს. „კონკრეტულ საქმეებზე ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან ეს კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, გამოკითხვა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. „მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)