10:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 20:08:25, 988 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალი და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ პრეზეტაცია საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე გააკეთა, რომელიც საქართველოში იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ბიზნეს ფორუმს ასევე დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 160-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. გიორგი ჩიქოვანის თქმით, 2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 197 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 7%-ს შეადგენს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით მოღვაწეობენ თურქული, ჩინური, ესტონური, ინდური, სამხრეთ კორეული, ბულგარული, ამერიკული, ნორვეგიული, ავსტრიული კომპანიები.

 იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics