|
2018-07-17 18:48:47, 1053 ნახვა
ეკონომიკა
პასკალ სან-ამანსი: სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია
სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია - განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორმა, პასკალ სან-ამანსმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრას ესწრება. მისი თქმით, საერთაშორისო დაბეგვრის საკითხები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სახელმწიფოების პოლიტიკური დღის წესრიგში. „დიდი ოცეულის სახელმწიფოები, აგრეთვე ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობენ საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას. არსებული გამოწვევები დაკავშირებულია შემოსვლების გადატანასთან იმ ქვეყნებში, სადაც დაბალი საგადასახადო განაკვეთებია, შესაბამისად, სახელმწიფოები ყოველწლიურად კარგავენ მილიარდობით დოლარის შემოსავალს. საგადასახადო ბაზის შემცირების და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტის ფარგლებში, OECD-იმ შეიმუშავა წესები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო დაბეგვრის ხარვეზების აღმოფხვრისკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ მოახდინოს ამ წესების იმპლემენტაცია. ამასთანავე, დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდას, რათა საგადასახადო ადმინისტრაციებს შეეძლოთ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და მისი ეფექტურად გამოყენება. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც დიდი ოცეულის დავალებით OECD-იმ შეიმუშავა არის საფინანსო ინფორმაციის ავტომატურად გაცვლის სისტემა", - განაცხადა პასკალ სან-ამანსიმ. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის საქართველოში ორგანიზება მიზნად ისახავს ამ მნიშვნელოვანი საკითხების ხაზგასმას და რეგიონალური დიალოგის წახალისებას. „დღეს რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები შეიკრიბნენ თბილისში, რათა ერთმანეთს გაუზიარონ არსებული გამოწვევები და ერთმანეთს გაუზიარონ მათი გამოცდილება. საქართველო აქტიური წევრია როგორც BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის, ისვე OECD-ის გლობალური ფორუმის, შესაბამისად, ამ შეხვედრის თბილისში ჩატარება ადასტურებს საქართველოს როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში“, - განაცხადა პასკალ სან-ამანსმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)