|
2018-07-17 13:35:15, 822 ნახვა
სამართალი
„პასუხების დრო დადგა“ - ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში შეხვედრას გამართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, დღეს პროკურატურაში შეხვედრას გამართავს. როგორც სარალიძე სოციალურ ქსელში წერს, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, 7 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, პროკურატურამ 10 დღიანი ვადა ითხოვა, დრო კი, ამოიწურა. „დღეს 17 ივლისს 17:00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას დაესწრება შსს-ს წარმომადგენლობაც. 7 ივლისს როდესაც ვიყავით, მათ ითხოვეს 10 დღის ვადა. პასუხების დრო დადგა“, - წერს სარალიძე. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე სარალიძემ შსს-თან აქცია გამართა. ის მთელი ღამის განმავლობაში უწყების ეზოში იყო და ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)