|
2018-07-16 15:18:24, 1684 ნახვა
მსოფლიო
ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო (LIVE)
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი დაგეგმილი, ოფიციალური შეხვედრაა. ორი ქვეყნის ლიდერი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ასევე სირიის საკითხზე იმსჯელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამერიკის ინტერესებში შედის. ამასთან, შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ დადგა დრო საფუძლიანი საუბრებისთვის. "ჩვენი კონტაქტი გრძელდება. ჩვენ ვსაუბრობთ ტელეფონით, რამდენჯერმე სევხვდით სხვადასხვა სამიტების ფარგლებში. დადგა დრო, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ. საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს და მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ", - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ ტრამპმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო დაინტერესებულია, რომ მოკოვსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობა იყოს. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პირველი ჰელსინკიში სწორედ თეთრი სახლის ლიდერი ჩავიდა, რომელიც ქვეყის პრეზიდენტს შეხვდა. ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის "დიდი 20"-ის სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გაიმართა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)