|
2018-07-16 13:57:53, 612 ნახვა
კომენტარი
კოკა კობალაძე - მჯერა, რომ გიორგი გახარიას მოქმედება ყოველთვის ასეთი ეფექტიანი იქნება
დღეს, მედია ცენტრში - „მთავარი“, კოკა კობალაძემ და მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ კობალაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, უბნის 2 ინსპექტორ-გამომძიებლის, მათი უშუალო ხელმძღვანელისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება განიხილეს. ადვოკატის განცხადებით, სისტემა ორიენტირებულია, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და მასში აღარ მუშაობდნენ ის პირები, რომლებიც მოსახლეობაზე ძალადობენ. მისივე თქმით, სისტემა ორიენტირებულია, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და მასში აღარ მუშაობდნენ ის პირები, რომლებიც მოსახლეობაზე ძალადობენ. „ჩვენი მოთხოვნა მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ ის ორი ადამიანი გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, რომლებმაც კოკა კობალაძე სცემეს, თუმცა ბატონმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ის ორი ადამიანი, არამედ მათი მფარველებიც გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობებიდან. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ემსახურება ხალხს და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კოკა კობალაძის ადვოკატმა. ამავე პრესკონფერენციაზე კოკა კობალაძემ ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ხოჯრევანიშვილს. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, გიორგი გახარიას. ძალიან კარგია, რომ მან ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ჩემს სახლში მომხდარის გამო დაითხოვა 4 პოლიციელი. მისი ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია. ასევე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ ინსპექციას, მის ხელმძღვანელს, ბატონ ალექსანდრე ხოჯრევანიშვილს, რომელიც პირადად დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. პირადად მოვიდა ჩემთან სახლში და პირობა დამიდო, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა. მან ეს პირობა შეასრულა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის მაგალითზე, დანარჩენი პოლიციელები მსგავსს აღარაფერს ჩაიდენენ, რადგან დანაშაულის ჩამდენი პირები მკაცრად დაისჯებიან. მე მჯერა მინისტრის. მჯერა, რომ გიორგი გახარიას მოქმედება ყოველთვის ასეთი ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა კოკა კობალაძემ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)