|
2018-07-14 18:53:43, 1334 ნახვა
სამართალი
გახარია: თუ შსს-ს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, უწყების რიგებს ავტომატურად დატოვებს
„თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის ავტომატურად დატოვებს შსს-ს რიგებს“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. გახარიას თქმით, პოლიციელი რომელიც იქნება დადასტურებულად დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, უმკაცრესად იქნება დასჯილი. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც მაგალითი, რომ ხშირად იყო პრეტენზია, ზოგ შემთხვევაში დასაბუთებული საყვედური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როდესაც საქმე ეხებოდა ოჯახში ძალადობას და იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსია შემდეგი, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის ავტომატურად დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანას და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი რომელიც იქნება დადასტურებულად დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში- ჩვენ ვიქნებით პირველები ვინც მის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ ამ გზით და პირველ რიგში გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით ჩვენ შევძლებთ ნდობის აღდგენას და გაღრმავებას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)