|
2018-07-14 12:35:58, 1947 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მრჩეველი: ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს თავდადებას ხედავს და აფასებს
"მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესმის იმ თავდადების ფასი, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბრძოლით იჩენს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველმა კორი ლევანდოვსკიმ „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, როგორც ლევანდომსკიმ აღნიშნა, ის თუ ვინ გახდება ნატო-ს წევრი მხოლოდ ამერიკის გადასაწყვეტი არ არის. "ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც იმდენს აკეთებს, რამდენსაც საქართველო საერთო მტრის, თალიბანის წინააღმდეგ ამერიკელების და ბრიტანელების გვერდიგვერდ ბრძოლით. ვფიქრობ, ეს სწორ ნაბიჯად ფასდება, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ის, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ როცა ქვეყნები აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ, იმაზე მეტს, ვიდრე ევალებათ, ვფიქრობ ეს მათ ერთგულებას ადასტურებს იმ გლობალური გუნდის წევრობის მიმართ, რომლის ყველა წევრი ერთი მიმართულებით მიდის. პრეზიდენტის მაგივრად არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ლიდერები აფასებენ ამ ერთგულებას", - განაცხადა ლევანდოვსკიმ. ინტერვიუში საუბარი, ასევე შეეხო იმ საკითხს, რომ საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს. "ეს იმიტომ, რომ მათ ესმით ის, რომ თუ დადებ პირობას და თუ გსურს იყო რაღაცის ნაწილი, ეს პირობა უნდა შეასრულო. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენი. მაგრამ ისინი პირობას ასრულებენ. მაგალითად, პოლონეთმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და თავდაცვაზე არა 2 პროცენტის, არამედ 2.5 პროცენტის გამოყოფა გადაწყვიტა. ეს არის ქვეყნები, რომლებსაც იმედი მაქვს მხარს დავუჭერთ ტექნოლოგიებით, იარაღით, რესურსებით და ტრეინინგებით. ამით შეეძლება ამერიკას მათი პარტნიორობა. ქვეყნები, რომლებიც დადებულ პირობებს ასრულებენ ის ქვეყნებია, რომლებსაც ჩვენ დავეხმარებით", - აღნიშნა ტრამპის მრჩეველმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)