|
2018-07-13 17:13:23, 607 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში 100%-ით კერძოა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვები წამლის ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე დაუსვევს. სერგეენკოს თქმით, წამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა. "ეს პირველი რიგის პრობლემაა და არა მარტო საკუთრივ ფასები, არამედ, ზოგადად, მიწვდომადობა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა. გასულ წელს დაწყებული პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ერთ ლარად შეიძინონ მედიკამენტები, მიმდინარე წლის ივლისში გაფართოვდება, რათა პენსიონერებმაც და შშმ პირებმაც შეძლონ შეღავათებით სარგებლობა. დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ მნიშვნელოვანი შესაძლებლობით და ჩაერთონ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში. რაც შეეხება ფასებს, დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში 100-%-ით არის კერძო. „სახელმწიფოს არ აქვს საპირწონე, შესაბამისად სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს 3 მიდგომა პირველი - კერძო - სახელმწიფო თანამშრომლობის მოდელები, რასაც ვიყენებთ. მეორე - დააწესოს მოგების ზღვრები და მესამე - უზრუნველყოს სისტემის მაქსიმალური კონკურეტუნარიანობა. კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფილია, რადგან ბაზარი მართლაც გახსნილია. თანამშრომლობა, ჩემი აზრით, უმჯობესდება ბოლო პერიოდის განავლობაში; ზღვრის დაწესებას რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია, მოგების ზღვარი დავუწესოთ მწარმოებლის ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ მწარმოებლის ფასზე. თუმცა არ ნიშნავს,რომ ეს თემა დახურულია. ჩვენ გვაქვს ამ საკუთხზე კონსულტაციები, რომელსაც ალბათ გავაგრძელებთ, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)