01:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 15:32:57, 836 ნახვა

კომენტარი
ქობულია - სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, რაღაც კრიზისი იყო, მერე მცხეთაში წავედით სალობიეში

მიხეილ სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, როდესაც გარკვეული კრიზისის გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების კომისია შეიქმნა, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ლურსმანაშვილის შეკითხვას.

ლურსამანაშვილმა მას ჰკითხა, ჰქონია თუ არა რაიმე შეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ენმ-ის წევრ რომან გოცირიძესთან.

„ბატონ მიხეილ სააკაშვილს მე შევხვდი 2007 წელს. ვინც მაშინ იყავით, შეიძლება გახსოვთ, რომ იყო ასეთი ინიციატივა - საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში ვიყავი ჩამოსული, რაღაც კრიზისი იყო. მახსოვს მერე მცხეთაში წავედით სალობიეში და კარგად დამამახსოვრდა, კარგი იყო“, - განაცხადა ქობულიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics