|
2018-07-13 15:04:53, 639 ნახვა
კომენტარი
იზორია: იმ კრიტერიუმებს, თუ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ღია ტენდერებში განსაზღვრავს კანონი და არა მე
„მხოლოდ კანონის დაცვა იყო მაქსიმალური პრიორიტეტი და სწორედ კანონის დაცვის პირობებში, გამჭვირვალობისა და არა დისკრიმინაციის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულ პიროვნებას მიეღო მონაწილეობა ტენდერებში“ - ასე განმარტა ტავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიის გამარჯვება ტენდერებში. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნულმა პიროვნებამ მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ, ანუ ღია სახის ტენდერში და მისი ვინაობის წინასწარ ცოდნა შეუძლებელი იყო. „იმ კრიტერიუმებს, თუ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ, ღია ტენდერებში განსაზღვრავს კანონი და არა მე, ან ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, საჯარო მოხელეს, მათ შორის, მინისტრსაც აქვს სწორედ, კანონით განსაზღვრული ე.წ. როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული ტენდერების მიმართ ეს არის ნეგატიური ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ უნდა ჩაერიოს ელექტრონულ ტენდერში და არ უნდა იცოდეს წინასწარ, თუ ვინ იღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მისი განმარტებით, პოზიტიური ვალდებულება საიდუმლო ტენდერებთან მიმართებაში გულისხმობს, რომ როგორც მინისტრს, ასევე ცალკეულ სახელმწიფო ორგანოს აქვს ვალდებულება, იცოდეს ვინ იღებს ტენდერში მონაწილეობას. აღნიშნული ტიპის ტენდერში კი, დევრიშაძეს მონაწილეობა არ მიუღია. „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლო შესყიდვების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს გარკვეულ ნებართვებს და ზღუდავს ცალკეულ სუბიექტებს. მთავრობის დადგენილებით ხდება სიის განსაზღვრა, თუ ვის აქვს საიდუმლო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. „მე პირადად და ჩვენს გუნდს გვაქვს გარკვეული უხერხულობა, როდესაც ჯაშუშობაში ან სხვა ტიპის დანაშაულში მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა კანონის დაცვით მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში“, - აღნიშნა მან. „ამ საკითხზე უკვე გავეცი სპეციალური დავალება, მოვიძიეთ საერთაშორისო პრაქტიკის გარკვეული მასალა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებითა და ჩვენი სამხედრო ატაშეების მხარდაჭერით, გვინდა გარკვეული შეზღუდვების ინიცირება მოვახდინოთ, მათ შორის, ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, ცალკეული სუბიექტებისთვის და კომპანიებისთვის, რათა შემდგომში ეს უხერხულობა და ხარვეზი ერთად გამოვასწოროთ“, -განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)