01:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:50:37, 893 ნახვა

კომენტარი
ქობულია: მინისტრობა მამუკა ბახტაძემ შემომთავაზა - როდესაც დავთანხმდი, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი

„წინადადება  შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ... როდესაც დავთანხმდი, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იგი არის პარტიის ლიდერი“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ენმ-ს წევრის, რომან გოცირიძის კითხვას.

გოცირიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა ქობულია მამუკა ბახტაძესა და ბიძინა ივანიშვილს და ვინ გაუწია მას რეკომენდაცია.

„ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს სქართველოსთან და პრაქტიკულად თვეში 3-4 დღე ყოვეთვის თბილისში ვიყავი, ამიტომ ემიგრაციაში არასდროს არ ვყოფილვარ. ვინ მომიყვანა ამ სამსახურში და პოზიციაზე? მე წინადადება  შემომთავაზა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც მე არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი, მას სმენია ჩემს შესახებ და  გაიკითხეს, გამოიკითხეს და გადაწყვიტეს, რომ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდებოდათ. ამ თვალსაზრისით შემომთავაზეს და მე ამ წინადადებით დავინტერესედი. ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება, რაღაცის გაკეთება, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია. როდესაც დავთანხმდი ამ წინადადებას, მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იგი არის პარტიის ლიდერი და რა თქმა უნდა, მე მაინტერესებდა, რამდენად ეთანხმებოდა ჩემი ხედვა და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, როგორც პარტის ხელმძღვანელის. მისგან მინდოდა რჩევა მიმეღო და გამეგო, ანუ რისი გაკეთებაც მე მინდა, თუ ეს მისაღები იქნებოდა ამ კონტექსტში. ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics