|
2018-07-13 13:22:34, 754 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი კახიძეს: თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე სული მაქვს
„თქვენ გრძელი ნუსხა ჩამოთვალეთ, თუ რა გავაფუჭე მე“, - ასე მიმართა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა "ევროპული საქართველოს" წევრს, ოთარ კახიძეს. მინისტრობის კანდიდატმასაპარლამენტო უმცირესობის წევრს სამი კვირის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც კახიძე ახალ პრემიერს წულუკიანის „გაფუჭებულ საქმეებს“ ახსენებდა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მან 2 წელი მოანდომა სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას მოსამართლედ წარდგენას, ის ამ კანდიდატით ამაყობს. „იმისთვის მაკრიტიკებთ, რომ საქმე გავაფუჭე, რომ დღეს ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლეა. სიამაყით მევსება გული, როდესაც მესმის ხოლმე ჩემი სკოლადამთავრებულების, ფრანგების, ბრიტანელების, განსაკუთრებით გერმანელების მხრიდან მისი ქება-დიდება. ის, რომ არის ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე, ამას 2 წელი მოვანდომე?! დიახ, მოვანდომე, იმიტომ რომ მე თქვენთან ბრძოლაში არ ვიღლები და არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა“, - განაცხადა წულუკიანმა. მანამდე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს ის მუშაობის გაგრძელებას, როდესაც მის არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ. "როდესაც ამ ორგანიზაციებმა გამოგიცხადეს უნდობლობა იმ ჩავარდნების გამო, რომელიც გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში, იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა არის სულ უფრო გაუმჭვირვალე, მოსამართლეთა 2/3 ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე გამწესდა უვადოდ, მაშინ როდესაც თქვენი მონაწილეობით მთავარი პროკურორის შესარჩევი სხდომაც ჩატარდა დახურულად, ამ ფონზე, როგორ „შეძელით“, რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენი კანდიდატურის მიმართ და რა პასუხი გაქვთ გარდა იმისა, რომ ეს მოთხოვნები არის ფსიქოზი“,- მიმართა ოთარ კახიძემ თეა წულიკიანს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)