02:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 13:07:26, 775 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება FBI-ის გამომძიებლებს მისცეს

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, ოჯახი ითხოვს, რომ დაკავებული, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებლებმა რაც შეიძლება მალე დაკითხონ.

ბრალდებულის ადვოკატის დავით გირგვლიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას ამერიკელ გამომძიებლებს მისცემს, რადგან საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 

უფლებადამცველი მოითხოვს ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს. 

​„არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად მისცეს ჩვენება ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ მათთან შეხვედრით, თანამშრომლობით და იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება, ასევე, ჩვენი მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმის ირგვლივ არის ჩატარებული და დანიშნული, ჩატარდეს აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ აშშ-ში და მათ კვლევით ლაბორატორიებში და საექსპერტო ბიუროებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics