|
2018-07-13 11:59:04, 1025 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: სიღარიბის დონე არ მცირდება - ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს
„სიღარიბის დონე არ მცირდება... ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულია პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კარგი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველო ღარიბ ქვეყნებს შორის რჩება. „რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, მიუხედავად კარგი პროგრესისა, საქართველო დღეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამწუხაროდ, რჩება ღარიბ ქვეყნებს შორის. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ზრდა, ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ქმნის ერთ სულ მოსახლეზე, არის ძალიან მცირე. ჩვენ ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს. ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს. სიღარიბის დონე არ მცირდება. ეს არის შემოსავლების განაწილების და მოსახლეობის ფართო ფენების ეკონომიკურ საქმიანობასთან ჩაურთველობის რეზულტატი. ჩვენ ძალიან დიდი უმუშევრობა გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში, როგორიცაა მაგალითად სოფლის მოსახლეობა“, - განაცხადა ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)