|
2018-07-12 14:11:35, 787 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი კაპანაძე: აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა, ბიუჯეტში კი მხოლოდ 332 მილიონია შესული
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის მინფორმაციით, აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება. აღნიშნულის ფონზე კი, კაპანაძის განმარტებით, ბიუჯეტში მიზერული თანხა - მხოლოდ 332 მილიონია შესული: „ფაქტია, რომ ძალიან დაბალია მოსაკრებელი კაზინოებზე.მართალია, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამხელა ბრუნვის პირობებში აუცილებლად ამ ბიზნესმა გაცილებით მეტი უნდა გადაიხადოს. ფაქტობრივად უმნიშვნელოა ის გადასახადები, რომლებსაც იხდიან ონლაინ ზარტული თამაშები. ისეთ მიზერულ თანხებზეა საუბარი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ბიზნესი, რომელიც მაქსიმალურად იღებს თანხებს მოქალაქეებისგან და მიაქვს საკუთარ ჯიბეში. აზარტულ თამაშებში მოხვედრილი თანხები ფაქტობრივად მხოლოდ მიდის ამ კომპანიების მფლობელთა ჯიბეებში, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში რეგისტრირებული. ეს არის ბიზნესი, რომელიც ფაქტობრივად ეკონომიკაში ვერ ქმნის ვერაფერს, გარდა იმ მცირე სამუშაო ძალისა, რომელიც დასაქმებულია. აქედან გამომდინარე, არაფრის თქმა და გაჩუმება ამ ბიზნესზე არის დანაშაულის ტოლფასი ხელისუფლების მხრიდან და იმედი მაქვს, ახალი პრემიერი გაამახვილებს ამაზე ყურადღებას“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ. აფბას ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს, როგორც სათამაშო სახლების შემთხვევაში, ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესისთვისაც, ვინაიდან იგი დღესდღეობით საკმაოდ დაბალია და ბიზნესის ამ სექტორიდან ბიუჯეტი მიზერულ შემოსავლებს იღებს.
(NS)
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)