09:50 - 28 May, 2026
|
2018-07-12 12:08:01, 1086 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით საქართველო პირველ ადგილს იკავებს
ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, 2018 წლის მონაცემებით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებს. უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 კოეფიციენტით გაუმჯობესდა. საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. ცნობისთვის, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ჟურნალისტებს სტარტაპებთან ერთად შეხვდება და იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრებს, რამაც ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება განაპირობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)