00:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 10:15:16, 658 ნახვა

კომენტარი
კახიშვილი: გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რაც დაგეგმილია, მოსახლეობამ მოკლე დროში მიიღოს

„ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რაც დაგეგმილია, მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში მიიღოს“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყებებში ძირეული რეფორმები განხორციელდება.

„უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია, ძალიან მოკლე დროში მიიღოს მოსახლეობამ“, - განაცხადა კახიშვილმა.

ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, რომელიც ამ დრომდე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა. რაც შეეხება თადუმაძეს, ის გუშინ საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად აირჩია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics