|
2018-07-12 10:30:21, 1134 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქობულია: ეკონომიკის შემოსავლების თანაბარი განაწილება მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის ერთადერთი მიდგომაა
„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. როგორც ქობულიამ აღნიშნა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას. „ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა. მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. „რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული", – აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მინისტრობის კანდიდატმა მედიასთან თავის შრომით გამოცდილებაზეც ისაუბრა. „ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ, საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)