|
2018-07-11 14:45:23, 931 ნახვა
სამართალი
შსს მესტიაში 23 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელლებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობის ფაქტი სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)