23:53 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 09:29:20, 483 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

ესტონეთის პრეზიდენტი  საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით  დღეს ეწვევა. 

როგორც „ექპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტის სასახლეში ტოომას ჰენდრიკ ილვესის  დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.  საქართველოსა და ესტონეთის პირველი პირები  მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.

ვიზიტის მეორე დღეს, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს,   დავით უსუფაშვილს შეხვდება.  ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია ტოომას ჰენდრიკ ილვესის  სიტყვით  გამოსვლა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოზე.

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics