|
2018-07-10 18:47:01, 1187 ნახვა
სამართალი
17 წლის მოზარდი ავტობუსში დაჭრეს
თბილისში, 17 წლის მოზარდის დაჭრის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. მოზარდი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N140 სამგზავრო ავტობუსში დაჭრეს. როგორც მძღოლი აცხადებს, მას მოზარდის დაჭრამდე ავტობუსში განსაკუთრებული ხმაური არ გაუგია. „მე-12 კლასელია. დანა დაარტყეს უკანა კარებთან, დანახვით არაფერი დამინახავს. ამის შემდეგ ჩამოიყვანეს, სკამზე დააწვინეს, სასწრაფო მოვიდა და წაიყვანა. შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი იყო, თუმცა განსაკუთრებული არაფერი გამიგია“, - განაცხადა მძღოლმა. მომხდარის გამო, ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ასევე ამოღებულია ავტობუსში არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)