|
2018-07-10 16:34:14, 1084 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრმა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა. შეხვედრის დროს განხილული იყო საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას, რომლის შედეგადაც ენერგობაზარი გახდება უფრო მეტად ლიბერალური, მიმზიდველი საერთაშორისო კაპიტალისთვის და გაცილებით მეტად ინტეგრირებული რეგიონალურ ენერგოსისტემაში, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხს. შეხვედრაზე აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ენერგეტიკის სექტორში რეფორმების გატარების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ნორმატიული ბაზის შემუშავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა მთელ რიგ კანონპროექტებზე, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდა და ამჟამად პარლამენტშია განსახილველად გადაგზავნილი. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სექტორში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)