10:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 10:48:13, 721 ნახვა

სამართალი
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში 28 წლის მამაკაცი  ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს (ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე).

უწყების ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული პირის დასადგენად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics