|
2018-07-09 19:38:15, 969 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. "პროკურატურის შეამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ. ჩვენ ვითხოვდით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდებობას. ზაზა სარალიძე და ბაჩუკი ქარდავა მიდგებოდნენ თავდებში. არ მაქვს საშუალება, რომ 5 ათასი ლარი დავრიცხო სასამართლოს ანგარიშზე და ეს ფაქტი გავაჟღერეთ, თუმცა არ იქნა გაზიარებული ეს შუამდგომლობა. პროკურორები აპელირებდნენ, რომ მე გარკვეული ქონება გამაჩნია, მაგრამ გაირკვა, რომ ჩემს ყველა ქონებას ბანკების ყადაღა ადევს. შემდეგ პროკურორებმა თქვეს, რომ დედაჩემს აქვს ბინა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა როდესაც აწყობთ დედა ოჯახის წევრია, როდესაც არ აწყობთ არ არის. ჩემს შემთხვევაში ჩაითვალა, რომ დედა არის ოჯახის წევრი. თუ არ ვცდები 30 დღეში უნდა შევიტანო ეს თანხა", - განაცხადა კუპრავას სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ. პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)