|
2018-07-07 13:38:29, 849 ნახვა
კომენტარი
ბესელია ხოშტარიაზე: ეს არის უღირსი საქციელი - შეურაცხყოფას აყენებს კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს
"დღევანდელი სხდომა იყო პიკი ყველანაირი უკანონობის და უსაქციელობის, რასაც ადგილი აქვს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას ("ევროპულ საქართველოს") დასმულ კითხვებზე პასუხი არ აინტერესებს და მოწვეულ სტუმრებს საუბარს არ აცდის. დეპუტატის მტკიცებით, "ევროპული საქართველო" მოწმეების დაკითხვას არასწორი ფორმით ახდენს და მათ მიმართ უპატივცემულობას იჩენს. "ძალიან მნიშვნელოვანია კომისიამ თუნდაც მინიმალური სტანდარტი აჩვენოს იმისა, რომ მას აინტერესებს ინფორმაციის მიღება იმ პირთაგან ვისაც იწვევს. რასაც მე ვუყურებ და ბოლო სხდომები ასე გრძელდება, დღევანდელი სხდომა იყო პიკი ყველა უკანონობის და უსაქციელობის, რასაც ადგილი აქვს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან. მათ არ აინტერესებთ რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს კომისიას მოწვეულმა პირებმა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ირღვეოდა პროცედურა და კანონის მოთხოვნები, თუმცა ამის მიუხედავად წესი დავიცავით და კეთდება განცხადება, რომლის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო დაკითხვები და ასევე ჩვენი მხრიდან იყო გასაგრძელებელი კითხვები. იცით, რომ წინა სხდომაზე დავსვით ეს კითხვები გამომძიებლებთან, ხოლო ახლა იყო შემაჯამებელი კითხვები. ახლა რაც ხდება იგივე ქალბატონი ელენე ხოშტარიას და სხვათა მხრიდან ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფებზე, რომლებსაც აყენებს კომისიის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს. მგონია, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ გაცნობიერებული არ აქვთ რა მანდატი აქვთ, რა უფლება მოვალეობა აქვთ, ჯერ როგორც დეპუტატს და შემდეგ როგორც ამ კომისიის წევრს. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, კანონისადმი უპატივცემულოდ განწყობილი ადამიანები და ამ კომისიას "ევროპულმა საქართველომ" მართლაც დაუკარგა ის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რისთვისაც ის შეიქმნა. კომისიის წევრებს უნდა ესმოდეთ, რომ პატივი უნდა სცენ როგორც პარლამენტის წევრებმა კანონს. თუ არ იცი ეს კანონი, უნდა წაიკითხო მაინც და ამ წესებს პატივი უნდა სცე, რომელსაც უნდა იცავდეს პირველ რიგში თავად, იმისთვის, რომ გაარკვიოს - სხვამ დაარღვია თუ არა კანონი", - აღნიშნა მან. ბესელია ასევე კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი კანონის დარღვევით არის შედგენილი. "შეჯამება ხდება ბოლოს და არა დასაწყისში. ეს არის ანა-ბანა საერთოდ ნებისმიერი ტიპის საქმის შესწავლის. ვინც სულსწრაფია და არ აინტერესებს საქმის შედეგი ის, ისე იქცევა როგორც მოიქცა "ევროპული საქართველო", როდესაც კენჭი უყარა რეკომენდაციებს, რომელსაც შემაჯამებელი ხასიათი აქვს და კანონის დარღვევით არის შედგენილი. პარტია არ დაელოდა ყველა პირის დაკითხვას. ეს არის ანაბანა და თუ მას არ იცავ მაშინ ამ საქციელს ის სახელი ჰქვია რაც დავარქვი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)