|
2018-07-06 18:37:25, 727 ნახვა
კომენტარი
სუბარი - ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ მდინარე კალაპოტს შეიცვლის
„წყლის დონე ხეობაში არ მომატებულა, პირიქით, უმნიშვნელოდ მოიკლო კიდეც“, - ამის შეხახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, წვიმა დღესაც მოსალოდნელია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საფრთხემ ჩაიარა. „არამხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით, არამედ იმ დაკვირვებებით რასაც აწარმოებენ სპეციალისტები მოწმობს რომ წყლის დონე არ მომატებულა, პირიქით, უმნიშვნელოდ მოიკლო კიდეც, მაგრამ მე ისევ გავიმეორებ ჯერჯერობით, ეს არის უმნიშვნელო მატება, ბევრი რამ არის დამოკიდებული ამინდზე. დღის განმავლობაში იყო კარგი ამინდი, თუმცა ახლა მცირეოდენი ნალექი მოდის, ჟინჟლავს. მთლაიანობაში დღეს ღამით მოსალოდნელია წვიმა და იგივე გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც, ოღონდ დღესაც არ არის ინტენსიური წვიმა მოსალოდნელი და ხვალ და ზეგ კიდევ უნდა დაიკლოს წვიმის ინტენსივობამ. საფრთხე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ძირითადად გადავლილია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე რომ მდინარე შეიცვლის კალაპოტს, ჯერ კიდევ მდინარეს მოაქვს ძალიან ბევრი მყარი მასალა, ნაშალი მასალა, ხე-ტყე, ქვები და ეს ყოველ წუთს ქმნის საფრთხეს. ადამიანები გადაყვანილი არიან, ავეჯი გავიტანეთ, მაგრამ სახლები რომ გადარჩებიან ამას ჯერ მყარად ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ ტექნიკასაც შეექმნა პრობლემა“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოდფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)