|
2018-07-06 15:17:26, 837 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: 2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება
„2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება. „მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე ეცნობიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სოფელ ჭუბერში მობილიზებული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)