|
2018-07-06 12:41:57, 903 ნახვა
კომენტარი
მინდია გოგოჭურის დედა: არაფერი არ ვიცი - გუშინ თავის საქმეებზე იყო წასული
მინდია გოგოჭურის დედის, მარინა გოგოჭურის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება დაეჭრა მისი შვილი. როგორც მარინა გოგოჭურმა აღნიშნა, შვილის დაჭრის შესახებ დღეს დილით შეიტყო. მისთის ასევე უცნობია თუ სად მოხდა დაჭრის ფაქტი. გოგოჭურის დედის თქმით, მისი შვილი გუშინ პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყო გასული. "არაფერი არ ვიცი. ვიცი, რომ მოხვდა საავადმყოფოში. ჯერ არ მინახავს. დღეს დილით დამირეკეს და გამაგებინეს, რომ ფეხში არის დაჭრილი. თავის საქმეები ჰქონდა და იმ საქმეებს აგვარებდა გუშინ", - განაცხადა გოგოჭურმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური გუშინ დაჭრეს. მას 4 ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, კიდურებში მიაყენეს. ის საავადმყოფფოშ გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმმით, ამ ეტაპზე გოგოჭურის მდგომარეობა სტაბილურია. მას სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)