23:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 11:12:50, 795 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას, მათი დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს

„ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. მათი დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ტროტუარებზე გადაადგილება  შეუძლებელი ხდება, არაფერს ვამბობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ  დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. 

კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულმა პირებმა ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ. 

„ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics