|
2018-07-02 16:09:31, 783 ნახვა
კომენტარი
„მინისტრი მატყუარა და აფერისტია - უნდათ საქმე თავიდან შეკერონ“ - ზაზა სარალიძემ შსს-სთან შიმშილობა დაიწყო
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. მანამდე სარალიძე კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე სარალიძის მთავარი მოთხოვნა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავება იყო. სარალიძის თქმით, შსს-ში მას განუცხადეს, რომ კალანდიას წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება. აღნიშნულს მოჰყვა სარალიძის მხრიდან პროტესტი, რის შემდეგაც მან უწყების შენობასთან შიმშილობის შესახებ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის უწყების ეზოში ყოფნასა და შიმშილობას იქამდე გააგრძელებს სანამ კალანდიას არ დააკავებენ. "აქ ვიჯდები მანამდე, სანამ რადიკალურ ზომას არ მიიღებენ. შევხვდი კრიმინალური პოლიციის დირექტორს, რომელიც ისევე მეუბნება, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და მიხეილ კალანდიას ვერ დაიჭერენ. ეს მტკიცებულებები უკვე არსებობს, მაგრამ ხელს აფარებენ. თუ უნდათ დააფარონ. აქ ვიჯდები სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან, რომ "ნაციონალები" უდგანან გვერდში, მარტო ვიჯდები აქ. არანაირი პირობა ჩემთვის არ მოუციათ, სულ იმას ამბობენ, რომ დრო უნდათ - 7 თვე გავიდა უკვე. 1 თვე მქონდა მე მათთვის მიცეული, რომ სდომნოდათ დაიჭერდნენ უკვე. მინისტრთან შეხვედრას არ ვაპირებ, ისიც იგივეს მეტყვის. მინისტრი არ იყო 4 დეკემბერს, რომ განაცხადა - მოვრჩითო?! მინისტრი არ არის აქ საერთოდ გასაჩერებელი, იმიტომ, რომ მატყუარა, აფერისტია. თავიდან უნდათ რომ საქმე შეკერონ, დროს წელავენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)