|
2015-06-01 13:12:14, 357 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა პანსიონის აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქობულეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის სოციალურად დაუცველ აღსაზრდლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. აღნიშნული პანსიონი ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით ფუნქციონირებს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის - ,,ეს დედამიწაა“ ჩვენებას დაესწრნენ. პანსიონის აღსაზრდელებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბათუმის სამმართველოში გამოფენილი სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა, რის შემდეგაც სააგენტოს მაშველებმა ბავშვები ზღვაში კატარღით გაასეირნეს და დელფინარიუმში წარმოდგენილ შოუზე დაპატიჟეს. ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლებმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ტორტით გაუმასპინძლდნენ. აღნიშნული ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა და მათი თანადგომა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)