07:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 15:13:10, 1003 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძის ადვოკატი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შინაარსს ეთანხმება.

როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციებში ასახულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას აქამდე უნდა გაეკეთებინა.  

„გავეცანით ამ რეკომენდაციების შინაარსს და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. აქ ძირითადად დასმულია ის საკითხები, რომლებიც გამოძიებას უკვე უნდა გაეკეთებინა. ის რეკომენდაციები, რაც წარმოგვიდგინეს, უნდა შესრულებულიყო. საქმის მტკიცებულებები გვაძლევს საფუძველს, რომ დავეთანხმოთ კომისიის რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ცნობილია, რომ აქვს ჭრილობა მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, არის თუ არა ამ ნაწილში გამოყოფილი საქმე და თუ მიმდინარეობს ამ კუთხით ძიება, პასუხი არის ასეთი, რომ საქმე გამოყოფილი არის მოწმეებზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის კუთხით და ამ ნაწილში ისინი სწავლობენ ყველა დანარჩენ საქმეს, რაც მიგვაჩნია, რომ არის არასწორი. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დიდი ალბათობით, მ.კ.-მ უფრო რთული როლი შეასრულა ამ საქმეში, რასაც დაზარალებული მხარე მუდმივად ვაპელირებთ. იმდენად სრულად არის ორივე რეკომენდაცია დასაბუთებული, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დამტკიცებას“, – განაცხადა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics