|
2018-06-30 13:13:28, 690 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: დღეს ვიმსჯელებთ რეკომენდაციებზე - თავის დროზე რომ გაეთვალისწინებინათ, ახლა სხვა შედეგი გვექნებოდა
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომისიის წევრებმა შეხვედრაზე მესამე სექტორს ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გ.მ. სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, ხოლო მეორე - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. "არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე, ასევე იმ რეკომენდაციებზე რომლებიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და რომელიც უნდა განხილულ იქნას კომისიაზე. დღეს გვექნება ამ რეკომენდაციების განხილვა. ეს არ არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გამოვეცით. მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, მას შემდეგ რაც შევხდებით არასრულწლოვნებს და დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება ასევე სხვა მიმართულებითაც კონკრეტული დასკვნები და რეკომენდაციები. მგონია, რომ ეს რეკომენდაციები საკმაოდ მყარია და გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მიმაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები თავის დროზე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, დღეს გაცილებით სხვა შედეგი გვექნებოდა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)