|
2018-06-29 19:25:18, 946 ნახვა
კომენტარი
თამარ ბარკალაია: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტრეფიკინგთან ბრძოლის მექანიზმი რეგიონში საუკეთესოდ არის აღიარებული
„წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ პირველად აღმოვჩნდით იმ ქვეყნებს შორის, რომელთა პრაქტიკაც აღიარებული იქნა, როგორც რეგიონში საუკეთესო“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველო კვლავ პირველ კალათაშია. ბარკალაიას თქმით, საქართველოს შემთხვევაში საუკეთესო პრაქტიკა ეროვნული რეფერალური მექანიზმია, რომელიც საუკეთესოდ იქნა აღიარებული როგორც ტრეფიკინგთან ბრძოლის, ასევე იდენტიფიცირების და სერვისების მიწოდების ნაწილში. „ეს ჩვენთვის წარმატებაა და ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემები გამართულია. ანგარიშში ნახსენებია, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მინიმალური სტანდარტები დაკმაყოფილებულია ქვეყნის მიერ და მექანიზმი არის წარმატებული. ანგარიშში წერია გამოწვევების შესახებაც, თუმცა გამოწვევები აქვს ყველას და რეკომენდაციები არის ყველა ქვეყნის მიმართ. წელს, განსხვავებით წინა წლებისგან, ჩვენ პირველად აღმოვჩნდით საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის, ანუ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა პრაქტიკაც აღიარებული იქნა, როგორც რეგიონში საუკეთესო. ეს საუკეთესო პრაქტიკა ჩვენს შემთხვევაში არის ეროვნული რეფერალური მექანიზმი, რომელზეც ანგარიშში ძალიან კონკრეტულად წერია, რომ აღიარებულია რეგიონში საუკეთესო მექანიზმად იდენტიფიცირების, ასევე ბრძოლის და სერვისების მიწოდების ნაწილში. ეს ჩვენთვის კარგი წახალისებაა, რომ გავაგრძელოთ კოორდინირებული მუშაობა იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა კიდევ უფრო უკეთესად დავხვეწოთ და ეფექტური გავხადოთ ჩვენი იდენტიფიცირების და რეაგირების მექანიზმი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ბარკალაიას თქმით, ანგარიშში ამ მიმართულებით ასახულია როგორც დადებითი შეფასება, ასევე რეკომენდაციები. „ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით ანგარიშში დადებითად იყო შეფასებული, რომ იდენტიფიცირება გაკეთდა და მექანიზმი შემუშავდა, თუმცა ასევე ნათქვამია, რომ საკითხი გამოწვევად რჩება, ვინაიდან ეს ახალი მექანიზმია. შესაბამისად, რეკომენდაციაა, რომ იდენტიფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდოს. ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადადგმული გვაქვს ამ მიმართულებით. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე როგორც სერვისების რაოდენობაა გაზრდილი, ასევე იგეგმება მომავალში, რომ ამ ბავშვების იდენტიფიცირების, რეაგირების და რეინტეგრაციის სერვისების როგორც რაოდენობა, ასევე ხარისხი გავზარდოთ“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)