|
2018-06-29 17:57:05, 1067 ნახვა
კომენტარი
კეკელიძე: ქართველი მესაზღვრეებისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია - მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
სასაზღვრო პოლიციის უფროსის თემურ კეკალიძის განცხადებით, რუსი მხარის მიერ დაკავებული ორი ქართველი მესაზღვრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კეკელიძემ აღნიშნა, რუსული მხარის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა საზღვრის კვეთის დარღვევას. მისივე ინფორმაციით, საქართველო-დაღესტნის მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრეები საზღვრის ხაზთან რუსმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და თავიანთ საგუშაგოზე გადაიყვანეს. "27 ივნისს მოხდა მათი გასვლა განწესში საგუშაგოს გახსნის მიზნით საქართველო-დაღესტნის მონაკვეთზე. განწესის გზა გარკვეულ ადგილებში გადის საზღვართან, სადაც მოხდა მათი გაჩერება რუსი მესაზღვრეების მიერ და გადაიყვანეს თავიანთ საგუშაგოზე. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ისინი გარკვეულ სიღრმეში შევიდნენ. ჩვენი მიზანი იყო მათი სწრაფად და უსაფრთხოდ დაბრუნება და სხვა დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. ჩვენი ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა ორი მესაზღვრე. მათი მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია. თავად მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათთვის არ მიუყენებიათ დაზიანება ან შეურაცხყოფა. ისინი ჩვეულებრივად დაუბრუნდებიან სამსახურს“, - აღნიშნა თემურ კეკელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)