22:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 17:00:20, 603 ნახვა

რეგიონი
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია  ,,GR ბორჯომი - ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics