22:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 16:32:18, 801 ნახვა

კომენტარი
სარალიძე - როგორც ჩანს, გახარია და მისი უწყება ბრძოლაში გვიწვევს, თუ ჭკვიანად არ იქნებიან, პასუხს მიიღებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო იმყოფებოდა.

სარალიძის თქმით, კუპრავას მხრიდან სასამართლოს მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით იყო გამოწვეული.

„არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერია წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა სიტყვებიც დახარჯა, მაგ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩემს ინტერვიუშიც ჩანს, რომ გახარიას და გახარიას უწყებას მეც ვაგინებ. საგინებლები იყვნენ და ვაგინე იმიტომ, რომ დამამხეს ყველაფერი თავზე, ჭამა არ გვაცადეს. ეს იყო პირიქით, პოლიციელების გადაცდომა, რაზეც რეაგირება მოახდინა გენინსპექციამ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩერდებიან და უფრო მეტი კონკრეტული დასჯა უნდა მომეთხოვა და არა მარტო საყვედურებზე უნდა დავკმაყოფილებულიყავი. თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics