|
2018-06-29 13:44:08, 845 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ „შავ ჯიპებს“, არამედ მთლიანად ავტოპარკს შეეხება
„მთავრობის შემდეგ სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ჯიპებს“ არ შეეხება, ეს შეეხება მთლიანად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მცირე მთავრობის კონტექსტში ე.წ. „შავ ჯიპებთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას შეეხებოდა. „ბუნებრივია, ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა, ზოგადად, ეხება ავტოპარკს, ნებისმიერი მანქანის ჩათვლით, განსაკუთრებით - ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)