07:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 13:20:44, 682 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე მივიდა. სარალიძესთან ერთად ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზვიად კუპრავაც იმყოფებიან.

სარალიძე 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება, რა დროსაც მასთან ერთად მყოფი ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 366-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

თავად ზვიად კუპრავა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

„ნუ ექნება ივანიშვილს ილუზია, რომ ჩემი ციხეში გამომწყვდევით ან თუნდაც სადმე გამომწყვდევით ამ პროცესებს შეაჩერებს. სადაც არ უნდა ვიყოთ - თუ ეს იქნება ციხეში, ციხიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ვიქნებით თქვენთან ეთერში, ეთერიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ვიდგებით რუსთაველზე, რუსთაველიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ჩვენი იარაღი არის სიმართლე, რომელიც ჩვენ გაგავაჩნია, რაც არ აქვს ხელისუფლებას ჩვენგან განსხვავებით და იმიტომ მარცხდება ყოვლედღიურ რეჟიმში. ის რომ მე დღეს მსგავსი აბსურდული ბრალი წამიყენეს, ეს კიდევ ერთი აღიარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სახელმწიფო უწყებების, რომ არაერთი ბრძოლა წააგეს“, -განაცხადა ზვიად კუპავამ.

რაც შეეხება სარალიძეს, ის აცხადებს, რომ სასადილოში ზვიად კუპრავას არავითარი კანონი არ დაურღვევია.

„სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ზვიად კუპრავას ედავებიან არის აბსურდი და სისულელე. ძალიან ბევრი დეტალია იქ რაც პირიქით, ამათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. მაინტერესებს რა კითხვებს დამისვამენ. სიმართლე გითხრათ, რა უნდა ვისაუბრო ისიც არ ვიცი, რადგან იქ არაფერი მომხდარა სამართალსაწინააღმდეგო“- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics