|
2018-06-29 12:07:25, 695 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 2011-2012 წლებში დარიცხული დავალიანების ჩამოწერა ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებელობები, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. პრემიერის თქმით, დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში, მაგრამ სისტემური მიდგომის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ. „ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)