|
2018-06-29 11:20:50, 664 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: ჩვენ ჯერ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებლები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ
ხორავას საქმის საპარლამენტო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომისიის მუშაობისას უკვე გამოიკვეთა პასუხები იმ სამ ძირითად კითხვაზე, რაც გამოძიებისადმი საზოგადოების უნდობლობის მიზეზი გახდა. ტელეკომპანია იბერიის ეთერში ჩართვისას ოხანაშვილმა ასეთ საკითხებად ფარდულის დემონტაჟი, დანის გაღუნვა და მირზა სუბელიანის ფაქტორი გამოყო. მისი თქმით, ფარდულის დემონტაჟაზე არ დადასტურდა გავრცელებული განწყობა, რომ მისი დემონტაჟის ნებართვა საგამოძიებო უწყებებმა გასცეს და გამოიკვეთა, რომ ფარდული ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე დაშალეს, თუმცა მისი ანალოგიური პარამეტრებით აღდგენა ნებისმიერ დროს შეიძლება. დანა კი, რომელის გაღუნვაზეც ხდებოდა აპელირება გაღუნული არ არის. „შეფასებებზე საუბარი და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ჩვენ ჯერ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებლები, რომლებიც ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. და ის ადამიანები, ვინც არიან მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეები, ან ამ ტრაგიკულ შემთხვევას ვინც შეესწრნენ და დაინახეს“, - განაცხადა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)