|
2018-06-28 14:56:39, 560 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: 2010 წლიდან დღემდე, პირველად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავებულთა რაოდენობა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევები 12,4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 15%-ით შემცირდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეს არის ის თემა, სადაც, ბუნებრივია, როგორც მთავრობას, ასევე, პარლამენტს რეფორმების განხორციელების და უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალიან დიდი ინტერესი აქვს. მინდა, ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 12,4%-ით შემცირდა ჩვენს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, 15%-ით კი შემცირდა დაშავებულთა რაოდენობა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ავტომობილების რაოდენობა წლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. ამ მზარდი ტენდენციის ფონზე, 2010 წლიდან დღემდე პირველად მოხდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავებულთა რაოდენობის მაჩვენებლები შემცირდა. ეს მოხდა პირველად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცვლილებები. ასევე, უნდა გითხრათ კიდევ ერთი სიახლე - უახლოეს პერიოდში მართვის მოწმობის გამოცდა, პრაქტიკულად მზადება დასრულებულია, გადადის რეალურ მოძრაობაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვის მოწმობის საიმედოობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)