21:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:40:14, 706 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა იქნება წარმატებული ცალკე აღებული, ეს უნდა იყოს ერთიანობაში

„ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული. ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით და, რა თქმა უნდა, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბუტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე გაამახვილა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის აფხაზი ძმებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდული სივრცე და ამიტომ დღეს მე იცით, რომ განვაცხადე ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში დავიწყებთ. ზუგდიდში აუცილებლად იქნება ოლიმპიური პარამეტრების მქონე აუზი, სადაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ხელმისაწვდომი და თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი გზა და კალაპოტი იპოვოს და ეს ყველაფერი აისახოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, წინსვლაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics