|
2018-06-27 14:04:04, 733 ნახვა
კომენტარი
ექიმი: ირაკლი ნოზაძე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მარინა გელანტია აცხადებს, ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნეს, თუმცა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. „მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში“, - აცხადებს გელანტია. მისივე თქმით, ჯერჯერობით პაციენტის დაკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს. „ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ზოგადად, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ჯერ რეანიმაციულ განყოფილებაში და არ მგონია, მისი დაკითხვა საჭიროებას წარმოადგენდეს. ოჯახის წევრების შეშვების ვალდებულება გვაქვს, სხვა არავინ შესულა", - განაცხადა გელანტიამ. ცნობისთვის, ირაკლი ნოზაძეს თავს ორი დღის წინ, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)