|
2018-06-27 13:03:26, 1206 ნახვა
სხვადასხვა
პოლიციის გამოძახების გამო ქსენოფობიური ჯგუფები ჟურნალისტს ემუქრებიან
ტელეკომპანია "პირველის" პროდიუსერს ნენე დალაქიშვილს "ქართული მარშის" აქტივისტები ღიად ემუქრებიან. ფაშისტური და ქსენოფობიური ჯგუფის განაწყენება, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დალაქიშვილმა საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ჯგუფის წევრებმა უცხოელ ტურისტებზე თავდასხმა განახორციელეს. "დავინახე, ამ სავარაუდოდ ნასვამმა უცხოელმა როგორ აიღო სამშენებლო ბლოკის მაგვარი რაღაცა და მოწინააღმდეგეების მიმართულებით ისროლა. საგანი სავარაუდოდ მოხვდა ერთ ადგილობრივს ფეხზე. წამის მეასედში ვიფიქრე, რომ ამ უცხოელს შუაზე გაგლეჯდნენ. დაახლოებით 5-8 ადამიანი გამოიქცა მისკენ გინებით. წააქციეს მისი თანმხლები გამშველებელი და რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა ის უცხოელი და წიხლებით შედგნენ. ურტყამდნენ გამეტებით და დაუნდობლად. შევეცადე გაშველებას - ვერაფერს გავხდი. ისევ პატრულში დავრეკე და ამასობაში მოვიდნენ კიდეც. აღმოჩნდა, რომ უბნისთვის შეუფერებელი საქციელი ჩავიდინე, პატრულში რომ დავრეკე. ვიღაცა ტიპები მეუბნებოდნენ, რომ ვარ ირმა ნადირაშვილის (მეზობლები ვყოფილვართ) მონა, "ტაბულას" ჟურნალისტი, რომელსაც ირმამ დაურეკა და ახალი გრანტის მოლოდინში წიოკის ატეხვა დაავალა. უკვე მერამდენე საათია, სოციალური ქსელით და პირად საუბრებშიც (წეღან გარეთ ვიყავი გასული) მაბრალებენ, რომ საწყალ ბიჭებს ვღუპავ და რომ ქართველები უნდა დავიცვა (ოღონდ ვერ ვხვდები რისგან). რომ ჯერ სამშობლოა მთავარი და მერე ვიღაცა გადამთიელები, რომ პატრულში არ უნდა დამერეკა. დამათრევენ ფეისბუქის კედლებზე და ვირტუალურ აუტოდაფეს მიწყობენ. მას შენდეგ დალაქიშვილს ათობით მუქარის შემცველი შეტყობინება მოსდის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე ქსენფობიური "ქართული მარშის" წევრები კასპში ჩინელი ინვესტორების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდენ. ღიად ქსენოფობიური აქციის შემდეგ მისი ერთ-ერთი ორგანიზტორი ირაკლი მილაძე, უცხოელებთან ინციდენტში მონაწილებდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ნენე დალაქიშვილის გამოკითხვა იგეგმება. დამატებით კომენტარს უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)