|
2018-06-26 19:53:04, 881 ნახვა
კომენტარი
ზვიად ფხაკაძე: არავის ხელს არ ვაფარებ, ამას ვამბობ როგორც პროკურორი და 3 შვილის მამა
"არავის ხელს არ ვაფარებ, ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია", - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე, მოკლული მმოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებებს, თითქოს პროკურატურა ფიგურანტებს მფარველობს. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს დაკავება მოხდებოდა. "რაც შეეხება მიხეილ კალანდიაზე ხელის დაფარებას, ცალსახად ვადასტურებ, იმას რომ არც ჩემი მხრიდან, არც პროკურატურის და შსს-ს სხვა რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან მსავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. განცხადებებს ვაკეთებთ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც გამოძიების ფარგლებში მოვიპოვეთ. რამდენად გაიზიარა ეს მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს შეფასების თემაა, თუმცა შეფასება სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს. არავის ხელს არ ვაფარებ, ამას ვამბობ როგორც პროკურორი და 3 შვილის მამა. ჩემთვის ასეთი ბრალდებები შეურაცხმყოფელია. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგენილი არის მიხეილ კალანდიას მიმართ, იმ მოცულობიდან და იმ ბრალდების ნაწილში, რაც შეუტყობინებლობის ფაქტს გულისხმობს. გასაგებია, რომ ბატონი ზაზასთის ეს საკმარისი არ არის, მაგრამ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე", - განაცხადა ფხაკაძემ. მისივე მტკიცებით, გამოძიებამ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა საჭირო მოქმედებები ჩატარებულიყო. "გამოძიებისთვის რაც შესაძლებელი იყო ყველა მოქმედება იყო ჩატარებული. ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება განცხადებებს, შესაძლოა რაღაც ჩასატარებელი იყო, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობით ან სხვა მოქმედებების ჩაუტარებლობით, მიგვაჩნია, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა", - აღნიშნა პროკურორმა. იგი მუქარის შემცველი შეტყოინებების საკითხსაც გამოეხმაურა. ფხაკაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. "ჩემთვის უცნობია ზაზა სარალიძის განცხადების თაობაზე. რაც შეეხება ჩემს მიმართ მუქარის წერილებს, სადაც დაფიქსირდა, რომ ეს იყო ზაზა სარალიძის შეტყობინებები, ეს ჩემი გადასამოწმებელი საქმე არ არის. შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ, სათანადო ღონისძიებების გატარების გზით", - დასძია ზვიად ფხაკაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)