07:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 15:10:38, 718 ნახვა

სამართალი
შსს-მ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მცხოვრები ბრალდებული იმყოფებოდა სტუმრად თანასოფლელ, 1940 წელს დაბადებულ პ.ც.-სთან, რომელთანაც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი.ვ.-მ მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics