|
2018-06-26 14:26:01, 728 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შესაძლოა გაფართოვდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი შევა, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირების მიმართ სანქციები დაწესდება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა. მინისტრის განმარტებით, სანქციების აღსრულებაზე პასუხს იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები აგებენ. "ამ სიაში, როგორც უკვე პრემიერისგან მოისმინეთ, შედის 33 პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში. შესაბამისად, ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული, მსჯავრდებული, მძიმე დანაშაულებებისათვის. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული 2 ბრალდებული, და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯი ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ასევე პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რომ დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ამაში შედის მათ შორის ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, სიაში შემავალი პირების მიმართ. ასევე განისაზღვა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან აღსრულებაზე - ესენი არიან იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამავდროულად პერიოდულად ანგარიშს წარუდგენენ, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს ამის აღსრულების თაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ეს სია არ არის დახურული. სამართალდამცავი უწყებების მიერ გრძელდება გამოძიება და ახალი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია ეს სია გაფართოვდეს, დაემატოს სხვა პირების ჩამონათვალი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)